ხვალიდან წვიმიანი და ცივი ამინდია მოსალოდნელი

ხვალ, 9 იანვარს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აცივდება. ცივი ჰაერის მასები დღის მეორე ნახევრიდან გავრცელდება და ტემპერატურა მკვეთრად დავარდება.

დაბლობში არ ითოვებს, თუმცა მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და დასავლეთის  ქარი 20-25 მეტრი წამში.

მაღალმთიან რაიონებში მოთოვს.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ 10 იანვარს, საღამოს გამოიდარებს და 11 იანვარი შედარებით თბილი და მზიანი იქნება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები