ხვიჩა შარაშიძე: მაღალმთიან აჭარაში საჭიროების შემთხვევაში მძიმე ტექნიკას შემოვიყვანთ

ხულო, ქედა, შუახევშის დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში  ხვიჩა შარაშიძემ  “აიპრესთან” მაღალმთიანი აჭარაში სტიქიის შედეგაგ მიყენებული ზარალის შესახებ ისაუბრა და განაცხადა:

“სამდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა  ელექტროენეგიასა და სატრანსპორტო საშუალებით გდაადგილების კუთხით პრობლემები შექმნა. მეწყერის საშიშროების გამო საფრთხე შეექმნა რამდენი საცხოვრებელ სახლს. სოფელ ქედლებში ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი  გადახდა. ადგილზე მობილიზებული შესაბამი უწყებების თანამშრომლები, თუმცა არ არის გამორციხული ძლიერი წვიმისგან მეწყერი ისევ ჩამოწვეს.

ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს, რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა, რის შემდეგ გადაწყდება რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს. თუ ტექნიკა არ იქნება საკმარისი, მთავრობა მზად არის  დამატებითი მძიმე ტექნიკა შემოიყვანოს. ამ ეტაპზე სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია”.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები