კიდევ 10-მდე ხე ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის

ხეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გააქვთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ზენითისა და ალმბრის საზღვარზე მდებარეობს. მიწა, საიდანაც ხეებს იღებენ, ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაა, ანუ სახელმწიფო საკუთრებაა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფელში უთხრეს.

შესაბამისად, ორივე სოფლის ოფიციალურ პირებს ვკითხეთ, რა დოკუმენტის საფუძველზე თხრის კომპანია ხეებს და რა თანხის სანაცვლოდ. მათ თქვეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

სოფელში ამბობენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ერთი კვირის წინ დაიწყო.

ამ დროისთვის ხეები ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გააქვთ ქობულეთის კიდევ ორი სოფლიდან – ხუცუბნიდან და კვირიკედან.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები