კირნათი-მარადიდის გავლით ტერორისტების საქართველოში შემოყვანისთვის ერთი პირი დააკავეს

კირნათი-მარადიდის გავლით ტერორისტების საქართველოში შემოყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ახმეტაში აიყვანეს საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე, რომელიც ახმედ ჩატაევს ქვეყანაში შემოსვლაში დაეხმარა.

“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ჩავიდა თურქეთში, ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე” – წერია განცხადებაში.

გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. იგი ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე ვადით პატიმრობას ან უვადოთ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები