კობა ბაკურიძეს ისევ ეძებენ

ახალს ვერაფერს გეუბნებით კვლავ კობას ძიებაში ვართ. გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამაშველო სამსახურები პატრულირებდნენ ბათუმი სარფის სანაპირო ზოლს . პარალელურად ხმელეთზე სპორტსმენების ნაწილი და ოჯახის წევრები იყვნენ ჩართული საძიებო ოპერაციაში…ძმებს შორის მე და კობას ასაკობრივი სიახლოვე გქონდა ( ერთი წელი იყო განსხვავება) ბაგა ბაღიდან ერთად ვიზრდებოდით, სკოლაშიც ერთად დავდიოდით. უმარლესი განათლების მისაღებათ და სპორტული კარიერის გასაგრძელებლად კობა უცხოეთში გაემგზავრა მე კი ბათუმში დავრჩი . პატარაობისას ზღვაში ბანაობას მასწავლიდა და ერთხელ გამიყვანა ოდნავ მოშორებით დამტოვა წყალში , ასე მითხრა თუ არ დაგტოვე წყალში მaრტო ისე დამოუკიდებლად ვერ ისწავლი ცურევას-ო. წამებში მომისწრო და დახრჩობას გადამარჩინა . ზღვა შენი საქმე არ არისო მითხრა , მაშინ შიში განვიცადე და მას შემდეგ მე ზღვაში აღარ ჩავსულვარ…ამბობენ ზღვა ზღვის მოყვარულებს იზიდავსო და ნუთუ ისე მიგიზიდა ძმაო რომ ვეღარ გნახავთ? არა არ მინდა და არც გვჯერა რომ ზღვამ გაგწირა . რა არ გადავიტანე არაერთი განსაცდელი გამოვიარე ცხოვრების გზაზე ( ტრაგიკულად დაიღუპა ერთ ერთი ძმა , შემდეგ ციხე, შემდეგ დედა დავკარგე, შემდეგ მამა) ასეთი უძლური სუსტი და დაცემული ისე რომ ვერაფერს ვაკეთებ არასდროს ვყოფილვარ. მამებს უთქვამს” ვინც განსაცდელი არ გამოიარა ის ღვთისაგან მივიწყებულიაო”. ერთადერთი იმედი უფალია რომ არ დამტოვებს მარტო ბედის ანაბარა, მადლობა უცნობ ნაცნობებს , მოსახლეობას იმ დიდი მხარდაჭწრისა და ჩვენი მდგომარეობის გაზიარებისა .გვფარავდეს უფალი!

თამაზ ბაკურიძე.

სხვა ვიდეოები