კოლეჯი „გოლდენი სიი“ – დუალური სწავლება ბათუმში, სწავლა და მუშაობა ერთდროულად

კოლეჯის შექმნის იდეა

დუალური სწავლების შესახებ იდეა 2013 წელს დამებადა, მაშინ სასწავლო მივლინებით გერმანიის ქალაქ გარმიშში ვიყავი, სადაც თანმიმდევრულ თარგმანს (ინგლისური, რუსული) ვსწავლობდი ევროპის ენების სასწავლო ცენტრში.

სულ ექვსი სტუდენტი ვიყავით სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი ამერიკის საელჩოდან, წარმოშობით ნორვეგიელი. ერთ დღეს ის სკაიპით შვილს ესაუბრებოდა, ვიცოდი, რომ მისი შვილი სწავლობდა პროფესიულ კოლეჯში, თუმცა შევნიშნე, რომ სამზარეულოში იმყოფებოდა და ვიკითხე სწავლასა და მუშაობას ერთმანეთთან როგორ ათავსებდა. როგორც ქალბატონმა ამიხსნა, მისი შვილი სწავლის პარალელურად სამზარეულოში პრაქტიკასაც გადიოდა. ზუსტად ეს იყო დუალური სწავლების მოდელი.
ამჟამად საქართველოში დუალური სწავლება რამდენიმე კოლეჯში გვხვდება – თბილისში რამდენიმე კოლეჯია, ერთი კოლეჯი ახალციხეშია და ერთიც აჭარის რეგიონში – ბათუმში.

ჩვენს კოლეჯს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ ჰქვია და ჩვენი დევიზი არის: ცოდნა სიმდიდრეა!

კოლეჯში სწავლის მსურველები მიიღებიან გამოცდების გარეშე, მეცხრე კლასის დასრულების საბუთისა და, საჭიროების შემთხვევაში, მშობლის თანხმობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, რაც ყოველთვიურად 100-170 ლარია (თუმცა სტუდენტები იღებენ სტიპენდიას – 200 ლარს), ეს თანხა ხმარდება დუალური სისტემის განვითარებას ჩვენს რეგიონში, შენობისა და სტუდენტების ორგანიზაციულ ხარჯებს. კურსების დასრულების შემდეგ სტუდენტები იღებენ ორენოვან – ქართულსა და ინგლისურ – სერტიფიკატს.

ამჟამად კოლეჯში 60-მდე სტუდენტი სწავლობს, მათგან 80 პროცენტი დასაქმებულია.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები