კომისია აჭარის კონსტიტუციის ცვლილების საჯარო განხილვას უზრუნველყო

ამ წუთებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია მიმდინარეობს. სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვება, დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილება, მათ შორის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.

უმაღლეს საბჭოს ინიციატივას, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ცვლილებას ითვალისწინებს, 14 დეპუტატი აწერს ხელს. საორგანიზაციო კომისია, რომლის შემადგენლობაც რიგგარეშე სესიაზე განისაზღვრება, ორი კვირის ვადაში უზრუნველყოფს კანონის პროექტის საჯარო განხილვასა და გამოქვეყნებას, რის შემდეგაც პროექტი უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომისიებში ჩაეშვება განსახილველად.

კონსტიტუციის ცვლილება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სამი მოსმენით მიიღება და საბოლოოდ, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ ახალი კონსტიტუციური კანონიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 2018 წლის 20 აპრილისა.

სხვა ვიდეოები