კომპენსაციების გაცემა

ხულო- ახალციხის  მაგისტრალის  რეაბილიტაციის  პროექტის ფარგლებში გზასთან ახლოს მცხოვრებ ოჯახებზე  კომპენსაციების გაცემა დაიწყო. საქართველოს პარლამენტის წევრის,  ანზორ ბოლქვაძის ინფორმაციით,    ამ ეტაპზე   მილიონ 800 ათას ლარია   გაცემული.

იმ ოჯახებთან კი,  რომლებსაც მიწის ნაკვეთები   დაურეგისტრირებელი    აქვთ,  მოლაპარაკებები  გრძელდება. კომპენსაციას  ხულო – ზარზმის გზის  მშენებლობის არეალში მცხოვრები  354 ოჯახი მიიღებს.   რეაბილიტაციისთვის 8 მილიონი ქუეითური დინარი დაიხარჯება.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები