კონკურსი “ესეები, ფოტოები და ნახატები ადამიანის უფლებების შესახებ”

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა კონკურსი “ესეები, ფოტოები და ნახატები ადამიანის უფლებების შესახებ” შემაჯამებელი შეხვედრა- გამოფენა. კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემდაგენლობაშიც შედიოდა ფოტოგრაფი, მხატვარი, ფილოლოგი და იურისტი გამოავლინეს კონკურსის გამარჯვებული მონაწილეები. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთევან დევაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სულხან დუმბაძე ესწრებოდნენ. ხატვის მიმართულებით პირველი ადგილის გამარჯვებული გახდა გიორგი ტარიელაძე, რომელსაც საჩუქრად გადაეცა 100 ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც შეიძენს ხატვისთვის საჭირო მასალებს. მეორე ადგილზე გავიდა მეგი ლეონიძე,რომელსაც საჩუქრად გადაეცა წიგნების მაღაზია “წიგნები ბათუმში” 50 ლარიანი ვაუჩერი, ხოლო მესამე ადგილი რუსლან ხიმშიაშვილმა მოიპოვა, რომელსაც საჩუქრად წიგნების მაღაზიის 30 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. ფოტოგრაფიის მიმართულებით პირველი ადგილის გამარჯვებული გახდა დანიელ ხინკილაძე, რომელსაც საჩუქრად გადაეცა ტექნიკის მაღაზიის 100 ლარიანი ვაუჩერი, დასახელდნენ მე-2 და მე-3 ადგილებზე გასული კანდიდატებიც თამთა ჩიბურდანიძე და ნინი არჯევანიძე, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ესეების მიმართულებით პირველი ადგილის გამარჯვებული გახდა გია ჩხაიძე, რომელსაც საჩუქრად გადაეცა წიგნების მაღაზიის “წიგნები ბათუმში”100 ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გავიდა გიგა ფუტკარაძე,რომელსაც საჩუქრად გადაეცა წიგნების მაღაზია “წიგნები ბათუმში” 50 ლარიანი ვაუჩერი, ხოლო მესამე ადგილი ლიზა კახაბერიძემ მოიპოვა, რომელსაც საჩუქრად წიგნების მაღაზიის 30 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები