კორეის მშვიდობის მარათონელი ბათუმში

ბათუმს კორეის მშვიდობის მარათონელი მიონგკუ კანგი ეწვია. მარათონელს  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ უმასპინძლა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
მიონგკუ კანგი ფეხით გაირბენს ევრაზიის 16,000 კილომეტრიან მონაკვეთს: ნიდერლანდები, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, სერბეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ კორეა – სეული.
მიონგკუ კანგი არის მშვიდობის მარათონელი და მწერალი. საქართველოში მარათონელი 11 იანვრიდან 21 იანვრამდე გაჩერდება.

წყარო:”აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სხვა ვიდეოები