კორპუსიდან გადმოვარდნილი 40 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

40 წლამდე მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან  გადმოვარდა გადაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ამავე  კორპუსის მცხოვრებლები ყვებიან, რომ მამაკაცი, სავარაუდოდ, მეხუთე სართულიდან ტროსით გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ საუბრობენ მომხდარის დეტალებზე, საქმე უაღიძრა 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევა დღეს, 29 დეკემბერს, ბათუმში მოხდა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები