კრძალავენ თუ არა ბათუმის ბულვარში ქართულ ცეკვას?

ბათუმის ბულვარში „ქართულ ცეკვას“ არავინ კრძალავს – ეს განცხადება სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, ბულვარის ადმინისტრაციაში გაკეთდა. აქ ამბობენ, რომ აკრძალვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “მსგავსი ფორმულირება არამარტო არასწორი შეფასებაა, შეიძლება ითქვას, რომ პროვოკაციული და არასახელმწიფოებრი მიდგომაცაა.” – განმარტავს მაგდა ჯაიანი. მისი თქმით, ზღვისპირა პარკში ივლისსა და აგვისტოში რამდენიმე კონცერტის ჩატარება იგეგმება, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.
ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, დაცვის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებდა სხვა სივრცეში გადასულიყვნენ, რადგან აღნიშნულ ადგილს სავალი ნაწილის გადაკეტვა არ შეიძლებოდა. “ზღვისპირა პარკში საკმაოდ დიდი სივრცეა იმისათვის, რომ სავალი ნაწილი არ გადაიკეტოს და არც სხვა არსებულ ატრაქციას შეეშალოს ხელი” .
ბათუმში, ახალციხის ქორეოგრაფიული ანსამბლის “მესხი ფრთოსანის” წევრები ჩამოვიდნენ. გუშინ საღამოს ისინი ბულვარში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ქართული ცეკვების შესრულება დაიწყეს. მათთან დაცვის პოლიცია მივიდა და ცეკვის შეწყვეტა მოთხოვა. მასალა ერთ-ერთმა დამსვენებელმა, გადაიღო და ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები