კურორტ “ბეშუმის” დირექტორი: სადაც რთული რელიეფია, მოსახლეობამ თავად უნდა გაიტანოს ნაგავი

კურორტ ბეშუმში დამსვენებელთა ნაწილი „აიპრესთან“ ნაგვით სავსე ურნებზე საუბრობს. მათივე თქმით ნაგვით სავსე ურნების სიმრავლე განსაკუთრებით ცენტრის მიმდებარე ტერიტორიასა და კატრიძირის უბანშია.

დამსვენებელთა თქმით, პრობლემა განსაკუთრებით ბოლო დღეებში გააქტიურდა, რამაც სპეციფიკური სუნი და ბუზების სიმრავლე გამოიწვია.

გაუტანელი ნაგვის პრობლემა არამარტო დამსვენებელს არამედ მოიალაღეებსაც აწუხებთ, რადგან ურნებთან პირუტვი მიდის, რაც როგორც პირუტყვს ასევე რძის ნაწარმსაც უქმნის საფრთხეს.

მოსახლეობა ნაგვის დროულად გატანას მოითხოვს.

„ერთი კვირაა რაც დასასვენებლად ამოვედი, თუმცა ნაგვით სავსე ურნები სერიოზულად გვაწუხებს, ბავშვი ეზოში ვერ გამიშვია სათმაშოთ“-განაცხადა „აიპრესთან“ დამსვენებელმა, გულნარა ვაშაყმაძემ

„საშინელი სუნი გვაწუხებს ნაგავს ბუზებიც დაესია, სამი დღეა აქ ვარ და არავის გაუტანია ნაგავი. თუ დროულად მოხდება მისი გატანა, კარგი იქნება“ განაცხადა დამსვენებელმა ინეზა ჯაბნიძემ.

„რა ვქნა, პირუტყვს ვერ გააკონტროლებ სად წავა, რამდენჯერ დამინახავს როგორ ჭამს პარკებს. ასე ან პირუტყვი დაგვეღუპება, ან რძის ნაწარმს შეექმება საფრთხე“ განაცხადა „აიპრესთან“ მოიალაღე ბადრი შავაძემ.

„აიპრესი“ დაუკავშირდა კურორტ „ბეშუმის“დირექტორ ვაჟა ზოიძეს, რათა გაერკვია თუ რა მდგომარეობაა კურორტზე და როდის მოხდება ნაგვის გატანა.

ვაჟა ზოიძე კურორტზე ნაგვის სიმრავლეს უარყოფს. მისივე განმარტებით, კურორტიდან ნაგვის გადატანა თითქმის ყოველ მეორე დღეს ხდება, რაც შეეხება კატრიძირის უბანს, კურორტის დირექტორის თქმით აქედან ნაგვის გატანა რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება. მათი ტექნიკა ვერ ახერხებს ურნებამდე მისვლას, ამიტომ ნაგავი მოსახლეობამ უნდა გაიტანოს.

„ნაგვის გატანა ბეშუმის ტერიტორიიდან ყოველ მეორე დღეს ხდება. ამ დღეებში ურნები თუ გაივსო, მაგასაც გავიტანთ ხვალ დილით, რაც შეეხება  კატრიძირის უბანს, იქ ჩვენი ტექნიკა რთული რელიეფის გამო ვერ ავა, ამიტომ მოსახლეობამ თავად უნდა გაიტანოს, თუ ურნების დამატება გახდება საჭირო, მაგასაც დავამატებთ, მაგრამ მხოლოდ ცენტრალურ გზაზე.“ განაცხადა „აიპრესთან“ კურორტ ბეშუმის დირექტორმა, ვაჟა ზოიძემ.

“ipress.ge’

სხვა ვიდეოები