კურორტ ბეშუმში ოფიციალურად სეზონი 15 ივლისს გაიხსნება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვძემ “აიპრესთან” კურორტ ბეშუმის სეზონის გახსნაზე ისაუბრა.

ლაშა ბოლქვაძემ ყურადღება ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებსა და კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებზე გაამახვილა.

“უკვე 2 წელია კურორტზე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარეობს. დასრულდა წყლის სისტემის რეაბილიტაცია და დამსვენებელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ასევე, მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია. დაწყებულია მოასფალტება, რაც ხელს არ შეუშლის სეზონის მიმდინარეობას, თუმცა შესაძლებელია სეზონის დაწყებამდე სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდეს.

რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, ბეშუმი წელს ბევრ სიახლეებსა და სიკეთეებს სთავაზობს დამსვენებელს.

სახალხო დღესასწაული “შუამთობა” აგვისტოს პირველ კვირას იგეგმება. დამსვენებლებს საშუალება ექნებათ ნახონ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ჯგუფების მიერ შექმნილი ცეკვები და სიმღერები. როგორც გასულ წელს, ასევე წელს ვგეგმავთ მომღერლების მოწვევას, რაზეც ბიუჯეტში დაახლოებით 15 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. გარდა ამისა, იგეგმება სპორტული ღონისძიებებიც ამ ეტაპზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას“.

გამგებლის მოადგილის თქმით, სეზონი ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, თუმცა დამსვენებელთა ნაწილი კურორტზე უკვე იმყოფება.

„სეზონი ოფიციალურად 15 ივლისიდან გაიხსნება ფაქტიურად დამსვენებლების ნაწილი უკვე არიან ჩვენი ინფორმაციით ან ეტაპზე კურორტ ბეშუმში 30 დამსვენებელი უკვე არის საუბარი არის უშუალოდ ბეშუმში შიგნით, გარდა ამისა იქ უკვე 10 დღეა დაიწყო ფუნქციონირება სანატორიუმმა რომელიც არის კერძო და წინასწარ აქვთ უკვე დაჯავშნილი ადგილები, შუანთობის პერიოდში”, – აღნიშნა ლაშა ბოლქვაძემ.

როგორც ბოლქვაძე „აიპრესთან“ აცხადებს, რომ კურორტთან მისასვლელი გზის გაფართოებაცაა დაგეგმილი.

მისივე თქმით სამუშაოები წლის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე დაიწყება.

„რაც შეეხება კურორტთან მისასვლელ გზას აქ შეთანხმება უკვე მიღწეულია დაფინანსება უკვე მოპოვებულია და მიმდინარეობს კონპენსაციების გაცემა გზის გაფართოების მიზნით უშუალოდ სამუშაოები შესაძლებელია წლის ბოლოდან დაიწყოს ან ადრე გაზაფხულზე ამ ეტაპზე გზაზე გრუნტი უკვე შეტანილია”, – განაცხადა ბოლქვაძემ.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები