კურორტ “გოდერძიმდე” მისასვლელ გზაზე ზვავი ჩამოწვა

კურორტ “გოდერძიმდე” მისასვლელ გზაზე ზვავი ჩამოწვა. ჩახერგილი გზის გაწმენდას ტურისტები საკუთარი ძალებით ცდილობენ.  ისინი კურორტზე დასასვენებლად მიდიოდნენ.

ტურისტებს კურორტამდე 15 კილომეტრი აშორებთ.   ამბობენ, რომ სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ, თუმცა მაშველები  ადგილზე მისვლას და მათ დახმარებას ვერ ახერხებენ.

ტურისტების ჯგუფს  თან ჰქონდათ ნიჩბები და თავად შეუდგნენ  გზის გაწმენდას.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თქმით,  ტურისტების დასახმარებლად ვერ მიდიან. ამბობენ, რომ გზებზე სამი ზვავია ჩამოწოლილი და გადაადგილება გართულებულია

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები