კურორტ გოდერძიზე ახალი განათება საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

კურორტ გოდერძიზე 1761 მეტრიანი შიდა გზის მოწყობა დასრულდა.აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ კურორტის დირექციასთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ახალ გზაზე გარე განათება საზეიმო ვითარებაში ჩართეს.რამაზ ბოლქვაძემ და კურორტის დირექტორმა, ზურაბ ჭურკვეიძემ მთავრობის თავმჯდომარეს ადგილზე გააცნეს განხორციელებული პროექტის დეტალები.
კურორტზე შიდა გზის მოწყობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბონდი-2009“ ახორციელებდა.შ.პ.ს გოდერძი რესორთსის ბიუჯეტიდან შიდა გზის გასაკეთებლად 2 0 49 000 ლარი დაიხარჯა.შიდა გზა ცენტრალურ მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს.სამომავლოდ დაგეგმილია აღნიშნული გზის მოშანდაგება და ბეტონის საფარით დაფარვა.
შ.პ.ს „გოდერძი რესორთსი“ 2018 წელს კიდევ ერთი შიდა გზის მოწყობას გეგმავს, რომლის სიგრძე 1300 მეტრი იქნება

წყარო:”Goderdzi Resorts

სხვა ვიდეოები