კურორტ გოდერძზე სეზონი ოფიციალურად დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება

ზამთრის სათხილამურო კურორტი გოდერძი, რომელიც ხულოში ზღვის დონიდან 2 000 მერტზე მდებარეობს სეზონი ოფიციალურად დეკემბრის პირველ ნახევარში გაიხსნება. კურორტს აჭარის მთავრობა ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტრო, მთის კურორტების სააგენტო და გოდერძი რესორტი ერთობლივად გახსნის.

კურორტზე ორი საბაგიროა, გონდოლა და ბაბლი ასევე განთავსებულია კოტეჯები და საოჯახო სასტუმრო სახლები.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პიარის სპეციალისტმა ” აიპრესს” განუცხადა კურორტზე ერთდროულდა კოტეჯებში 72 ადამიანი თავსდება, სასტუმრო მეტროში კი 30. გენერალური განაშენიანების გეგმის დასრულების შემდეგ კურორტი ერთდროულად 7500 ვიზიტორს დაიტევს. რაც შეეხება თანხას, 2 ადგილიანი კოტეჯი 100 ლარი ჯდება ხოლო 4 ადგილიანი 150 შეგახსენებთ კვება არ შედის. ახალი სამთო სათხილამურო კურორტი გოდერძი- შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა ჰაერითა და ულამაზესი პეიზაჟით გამოირჩევა

წყარო:ipress.ge”

სხვა ვიდეოები