კურორტი “გოდერძის” სათხილამურო ტრასა გაიხსნა

ზამთრის კურორტზე დამსვენებლების მისაღებად სასტუმროები, კოტეჯები და სათხილამურო ტრასები მზადაა. “გოდერის” სათხილამურო ტრასაზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში თავდაპირველად სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე საიმიჯო ვიდეორგოლი უჩვენეს, მოგვიანებით კი ადგილობრივმა ანსამბლმა “ბერმუხამ” რამდენე ნომერი შეასრულა.

 შეკრებილებს კი აჭარის მთავრობის თავმჯომარემ სეზონის გახსნა მიულოცა და 3019 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო:

“დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, მორიგ სეზონს ვხსნით გოდერძზე, რომელიც ყოველწლიურად ვითარდება და ძალიან მახარებს, რომ ამ მძიმე კლიმატური პირობების ფონზე აქტიურად მიმდინარეობს კურორტზე მშენებლობა. ასევე ტურისტები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარედან სულ უფრო აქტიურად ინტერესდებიან გოდერძით და ხულოს მუნიციპალიტეტით. დარწმუნებული ვარ რომ ეს შექმნის იმ პირობებს, რომელიც აჭარას ჭირდება. მე დაინტერესებული ვარ მთელ გუნდთან ერთად, რომ ის გახდეს მსოფლიო დონის ზამთრის კურორტი. ჩვენ დავაანონსეთ დღეს მთავრობის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ეხება კონკრეტულად ხულოს, ბეშუმს, ეხება მწვანე ტბის განვითარებას, რაც მოგვცემს საშუალებას ჩვენ ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და შევქმნათ შემოსავალი. დარწმუნებული ვარ სულ რაღაც ორ წელიწადში გოდერძი იქნება მსოფლიო დონის ზამთრის კურორტი.” -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კურორტზე შეკრებული დამსვენებლების განწყობაზე ადგილობრივი ბენდები დღის ბოლომდე იზრუნებენ. ტერიტორიაზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა. უფასოა გლიტვეინი და საბაგირო.

კურორტზე გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო მუშაობს, რომელიც 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ემსახურება. დამწყები მოთხილამურეებისთვის ასევე ფუნქციონირებს ორი მცირე ზომის 200 მეტრიანი სათხილამურო ტრასა და მოძრავიი ხალიჩა. ამ ეტაპზე დამსვენებლებს 6 თანამედროვე ტიპის კოტეჯი, ორი სასტუმრო და კვების ობიექტები ემსახურება. სასტუმროს ნომერიბი კი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სრულად დაჯავშნილია. მსურველებს განთავსება ამ ეტაპზე მხოლოდ კურორტის მიმდებარე სოფელში საოჯახო სასტუმროებში შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

სხვა ვიდეოები