ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩია

სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა. ინფორმაციას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს Facebook გვერდზე ვკითხულობთ.

ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს. მისი ფინალისტები ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.

ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა.

Global Teacher Prize 2019-ზე მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი 24 მარტს გამოვლინდება. დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე პრიზიორს $1 მილიონი გადაეცემა.

ინტერვიუ მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლობის კანდიდატთან ვრცლად ამ ბმულზე წაიკითხეთ.

imedinews.ge

სხვა ვიდეოები