ლაშა კომახიძე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან პირველი შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის ფორმატში სამსახურის ხელმძღვანელებმა საკუთარ სამსახურებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ მერია ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფასა და საქმიანობის გამჭვირვალობაზე.
შეხვედრა თითოეული სამსახურის უფროსთან ინდივიდუალურ რეჟიმში გაგრძელდა.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები