ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს მოადგილე ლელა სურმანიძე წარუდგინა

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ორბელიანის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მივიდნენ. ქალაქის მერმა თანამშრომლებს მერის მოადგილე წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
,,მოგეხსენებათ, რომ გუშინ წარვადგინე მერის მოადგილის პოსტზე ქალბატონი ლელა სურმანიძე, რომელიც პროფესიით ექიმია, წლების განმავლობაში მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გახლდათ. დარწმუნებული ვარ, იგი თავის გამოცდილებასა და დაგროვილ ცოდნას სასიკეთოდ მოახმარს ჩვენს ქალაქს. ქალბატონი ლელა უხელმძღვანელებს როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებს, ასევე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებს. კიდევ ერთხელ ვუსურვებ მას წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში“ – აღნიშნა ბათუმის მერმა.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები