ლეიბორისტი ბათუმის მერობის კანდიდატი კონსულტაციებს ”ნაციონალურ მოძრაობასთან” გადის

ლეიბორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გადის.   ქიქავას მტკიცებით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება, სწორედ ამიტომ მართავს კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიასთან.

„კონსულტაციები მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც დამიმალავს. მე ახალი ვარ ამ სფეროში, დიდ პოლიტიკაში, ბევრი საარჩევნო ნიუანსია და მე მათგან ვსწავლობ. ჩვენ არ ვართ კოალიციაში, ჩვენ ვართ ორი დიდი ოპოზიციური პარტია. აქ არ არის თანამშრომლობაზე საუბარი, კონსულტაციებს გავდივარ ახლაც და გავივლი მერეც. დასამალავი არაფერია.“- აცხადებს ჯელალქიქავა  “ლეიბორისტული პარტიის” ბათუმის მერობის კანდიდატი.

კითხვაზე შეთანხმებულია თუ არა კონსულტაციები პარტიის ცენტრალურ ოფისთან, ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ ის თავის ქმედებებში თავისუფალია.

„ჩემი ლიდერია შალვა ნათელაშვილი. მე ვარ თავისუფალი, აჭარის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე. ქმედებებში ვარ თავისუფალი და არაფერი არის აქ მიუღებელი“- ამბობს ქიქავა.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები