“ლეოგრანდი” კერძო ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს

“ლეოგრანდის” ადმინისტრაცია, ქართველი სამართალდამცველების გამოძიების პარალელურად, კერძო ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს – ინფორმაციას “ლეოგრანდის” იურისტი ავრცელებს. კახაბერ წერეთელმა, დღეს, რადიო აჭარის გადაცემა “კომპეტენტურ პასუხში” თქვა, რომ სასტუმროს მენეჯმენტი უცხოურ კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

“მნიშვნელოვანია მუშაობა დაასრულოს გამოძიების მიერ დანიშნულმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა, გამოძიებისთვის საჭირო მტკიცებულებების შესასწავლად და მისაღებად” – ამბობს ადვოკატი. შემდეგ კი, მისი განცხადებით, სასტუმროს მენეჯმენტის მიერ დაქირავებული კრიმინალისტები შევლენ შემთხვევის ადგილზე. “გიდასტურებთ, რომ ვაწარმოებთ ქვეყნის გარეთ საექსპერტო დაწესებულებებთან მოლაპარაკებებს, მიმდინარეობს კომპანიის შერჩევა. ​ამით ვცდილობთ ჩვენთვის გვქონდეს ექსპერტიზის შედეგები და დროულად მივაწოდოთ გამოძიებასაც,  ჩვენის მხრივ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ გამოძების პროცესს” – აცხადებს ადვოკატი.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები