ლექცია საქართველოს კონსტიტუციაზე

დღეს ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით (22 წლისთავი) ღონისძიება გაიმართება. ახალგაზრდებს საქართველოს კონსტიტუციაზე ლექციას ჩაუტარებს კონსტიტუციონალისტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი ნიკოლოზ მეგრელიშვილი. მოეწყობა ფილმის ჩვენება, რომელიც საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიას ასახავს. შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები