ლევან გორგილაძე დაბა ქედის მოსახლეობას შეხვდა

ქედის კულტურის ცენტრში, დღეს ლევან გორგილაძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია პედაგოგების, საბავშო ბაღების აღმზრდელების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროში დასაქმებული ადგილობრივების წინაშე ოფიციალურად წარადგინა.
აუდიტორიას სიტყვით მიმართეს აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ,,ქართული ოცნების” ქედის საარჩევნო შტაბის უფროსმა ამირან ცინცაძემ, ბათუმის პარტიული სიის პირველმა ნომერმა სულიკო თებიძემ და მოქმედმა გამგებელმა დავით დუმბაძემ.
სიტყვა ითხოვა ლევან გორგილაძის პედაგოგმა, კვაშტის საჯარო სკოლის მასწავლებელმა გული მახარაძემ, რომელმაც კანდიდატის მოსწავლეობის ხანა გაიხსენა და მის ნიჭიერებას, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას და წარმატებულობას გაუსვა ხაზი. ,,ბატონი ლევანი არაჩვეულებრივი ოჯახიდან გახლავთ, სწორედ ეს ღირსებები ოჯახიდან მოყვება. იგი ყველა წამყვან პოზიციაზე მუშაობისას იყო წარმატებული და მჯერა ასეთივე წარმატბული მერი იქნება ქედისთვის” – გული მახარაძე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მაჟორიტარობის კანდიდატები.

წყარო:”ლევან გორგილაძის მხარდამჭერები

სხვა ვიდეოები