ლიბიაში დაკავებულ მეზღვაურთა შორის ერთი ბათუმელია

ლიბიაში დაკავებულ მეზღვაურთა შორის ერთი ბათუმელია – ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი, ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 30 აგვისტოს დააკავა.  ეკიპაჟის 11 წევრიდან 3 ქართველია, მათ შორის არის კაპიტანი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით მათ სავარაუდოდ უკანონო ტვირთი გადაჰქონდა.

გემი ამჟამად ქალაქ ტრიპოლში დგას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, დანარჩენი ორი მეზღვაურის შესახებ ჯერ – ჯერობით  ინფორმაცია არ აქვთ.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები