ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური დააკავეს

ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური დააკავეს, მათ შორის ერთი გემის კაპიტანია. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ. მეზღვაურების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს  ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა დააკავა. ამის შესახებ ქართულ მხარეს გუშინ აცნობეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიბიაში დაკავებული გემის ეკიპაჟის ქართველ წევრებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოკვლევა მიმდინარეობს.

 “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები