ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა

ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. უწყება სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

”გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ. სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული, ლიკა ქავჟარაძე იმ იშვიათთაგანი იყო, ვინც ეკრანზე გამოჩენიდან მოყოლებული, უწყვეტად სარგებლობდა თითოეული ქართველის უპირობო სიყვარულითა და პატივისცემით – წერია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი ლიკა ქავჟარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანადგომას უცხადებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. ” მჯერა, რომ ხალხის გულში ის მუდამ დარჩება ულამაზესი ქართველი ქალის სიმბოლოდ, რომელსაც დრო ვერ გაახუნებს. ვიზიარებ ლიკა ქავჟარაძის ოჯახის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს”, – აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები