ლოდის აფეთქება სარფში

დაახლობით 20 წუთის განმავლობაში იყო  შეწყვეტილი მოძრაობა  სენაკი- ფოთი – სარფის სავტომობილო გზის  117-ე კილომეტრზე. მიზეზი კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდის აფეთქება გახდა.სპეციალისტებმა  25- დან 30 – მდე კუბურ მეტრამდე   მოცულობის ლოდი ააფეთქეს, ერთი კი აფეთქების გარეშე  მძიმე ტექნიკის დახმარებით ზღვაში ჩაუშვეს. ადგილზე მობილიზებული იყო  რამდენიმე საპატრული ეკიპაჟი.  ლოდები  კლდიდან 29 ნოემბერს მოწყდა. ხვალიდან  ტერიტორიას უკვე გეოლოგები იმუშავებენ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები