ლორიას ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება

ლორიას ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება. ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში გამოიცვალა გრუნტი, დაიგო 3200 კვ.მ-ზე პირველი ფენა ასფალტის საფარი, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები, რის დასრულების შემდეგაც დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და განთავსდება შესაბამისი საგზაო ნიშნები. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა დეკორტიული ფილების, ტროტუარებისა და უინათლოთა ბილიკების მოწყობის ღონისძიებები. ლორიას ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები ე.წ ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პირველი ეტაპის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 18 მილიონ 743 ათასი ლარი გამოიყო.
“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები