მაჭახლის ხეობაში მცხოვრებ 82 მოქალაქეს სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კანონის ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილმა ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭომ“ 2017 წლის 26 სექტემბერს განიხილა 82 მოქალაქის განცხადება – სტატუსის მინიჭების თაობაზე და გაუწია დადებითი რეკომენდაცია. აღნიშნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ 2017 წლის 28 სექტემბერს გამოსცა შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები სტატუსის მინიჭებაზე.

წყარო: “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები