მაჟორიტარი დეპუტატის საახალწლო საჩუქრები

ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ნუგზარ სურმანიძემ, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის აპარატის თანამშრომლებმა, საარჩევნო ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შშმ პირებს საშობაო-საახალწლო საჩუქრები მიუტანეს.

სხვადასხვა პროდუქტი და ტკბილეულობა სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ 8 ოჯახსა და შშმ პირს გადაეცა. ნუგზარ სურმანიძე მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოქალაქეებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

წყარო:”აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები