მაღალმთიან აჭარაში 38 მიმართულებით მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები

ინტენსიურად თოვდა აჭარის მაღალთიან მუნიციპალიტეტებში, თოვლის საფარმა 0,5 მეტრიდან 1,2 მეტრს მიაღწია. უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ჩიხლაძე. ტექნიკა სრულად არის მობილიზებული და 38 მიმართულებით (ქედის მუნიციპელიტეტში – 10 მიმართულებით, შუახევის მუნიციპალიტეტში – 13 მიმართულებით და ხულოს მუნიციპალიტეტში – 15 მიმართულებით) ახორციელებს გზების გაწმენდას. დღის ბოლომდე სრულად გაიწმინდება მუნიციპალიტეტების ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა.

წყარო:”აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი “

სხვა ვიდეოები