მაღალმთიან აჭარაში ცენტრალური გათბობა 122 სკოლიდან 36-ს ექნება

ხულოს, ქედის, შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 122 სკოლაა, აქედან ცენტრალურ გათბობაზე მხოლოდ 36 სკოლაა. ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” მუნიციპალიტეტების რესურსცენტრის ხელმძღვანელებმა მიაწოდა.

მათივე ინფორმაციით სკოლები ზამთრისათვის სულ მზადყოფნაშია. იმ სკოლებში სადაც გათბობა ღუმელზეა, შეშის მარაგი უკვე შეიტანეხ, ხოლო იქ სადაც ცენტრალურ გათბობაზეა, საწვავის მარაგი აქვთ.

შუახევის 44 საჯარო და ერთ კერძო სკოლიდან, ცენტრალურ გათბობაზე სულ 8 სკოლაა, როგორც რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე აცხადებს, იმ სკოლებში სადაც გათბობა ღუმელითაა, შეშის მარაგი უკვე შეიტანეს, ხოლო სადაც ცენტრალური გათბობაა, საწვავის მარაგი უკვე აქვთ. ედუარდ გოგრაჭაძის განცხადებით, თუ როდიდან ჩაირთვება სკოლებში გათბობა, ამისათვის კონკრეტული რიცხვი არ აქვთ, მისივე თქმით ეს ამინდზეა დამოკიდებული.

ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 სკოლაა, აქედან ერთი კერძო და დანარჩენი საჯარო. ხულოს რესურსცენტრის უფროსის, ედუარდ მიქელაძის ინფორმაციით, ხულოს ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია ზამთრისათვის.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ქედის მუნიციპალიტეტში, ქედის რესურსცენტრის უფროსის, დურმიშხან შავიშვილის ინფორმაციით ქედაში სულ 29 საჯარო სკოლაა, საიდანაც 17 ცენტრალურ გათბობაზეა. მისივე ინფორმაციით, სკოლებში გათბობა რამდენჯერმე ჩაირთო. დურმიშხან შავიშვილის განცხადებით, ქედის ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია. ზამთრისათვის.

მაღალმთიან აჭარაში სულ 122 სკოლაა, აქედან ორი კერძო.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები