მაღალმთიან აჭარაში დასაქმებულ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი პროგრამის “ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში დასაქმებულ პედაგოგებს შეხვდა. მინისტრმა მაღალმთიან აჭარაში დასაქმებულ პედაგოგებს ნაყოფიერი საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

2017 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების 19 საჯარო სკოლაში სულ დასაქმდა 23 პედაგოგი, რომლებიც სამინისტროდან დანამატის სახით იღებდნენ 500 ლარს. 2018 წლიდან ბიუჯეტი გაორმაგდება და პროგრამით დასაქმებული პედაგოგების დანამატი განისაზღვრება 1000 ლარით.

წყარო:”აჭარის ა/რ განათლების ,კულტურისა და სპორტის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები