მაღალმთიან აჭარაში “ოცნების” მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებიდან არცერთია ქალი

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნისთვის “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლებს მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე წარუდგინა. მაღალმთიან აჭარაში დასახელებული კანდიდატებიდან არცერთი არაა ქალი.

პარტიამ ამომრჩევლებს მაღალმთიან აჭარაში სამი მერობის კანდიდატი და 31 მაჟორიტარიტარობის კანდიდატი დაასახელა. აიპრესის ყურადღების ცენტრში კი მოხვდა ის ფაქტი რომ დასახელებული კანდიდატებიდან ყველა მამაკაცია.

გთავაზობთ პარტია “ქართული ოცნების” ხულო, ქედა, შუახვის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების სრულ სიას:

ხულოში პარტიიდან მერობისთვის გოჩა მელაძე იბრძოლებს, ხოლო მაჟორიტარობისთვის: დაბა ხულო-ავთო აბულაძე; აგარა-ჯუმბერ დიმიტრაძე; დეკანაშვილები-ემზარ ჩოგაძე; დიდაჭარა-ზაურ გობაძე; დიოკნისი-მერაბ ღორჯომელაძე; ვაშლოვანი-იური აბულაძე; თხილვანა-ლევან დუაძე; რიყეთი- რამაზ გელაძე; საციხური-ჯემალ მარკოიძე; სხალთა-ჯამბულ შაინიძე; ფუშრუკაული-რამინ ბერიძე; ღორჯომი-ალექსანდრე პაიჭაძე; ხიხაძირი-ავთანდილ გაბაიძე.

რაც შეეება შუახევს აქ ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატად ფრიდონ ფუტკარაძე დაასახელა,ხოლო მაჟორიტარად:
დაბა შუახევი – გიორგი დავითაძე, ბარათაული – მურად ქათამაძე ,დღვანი-იმედა მუკუტაძე, ზამლეთი -ამირან ბერიძე, ოლადაური – გენადი მიქელაძე, უჩამბა – ჯემალ ივანაძე, შუბანი – ემზარ ჯუმუშაძე, წყალსაყარი – სულიკო ბოლქვაძე, ჭვანა – ზურაბ ვაშაყმაძე.

ქედაში “ქართული ოცნებიდან” მერობის კანდიდატად ლევან გორგილაძე დასახელდა. პარტიას შუახევის მსგავსად ქედაშიც 9 მაჟორირატობის კანდიდატი ჰყავს: დაბა ქედა-კარლო თურმანიძე, მერისი-შუქრი თურმანიძე, ოქტომბერი-უშანგი დუმბაძე, მახუნცეთი- ზურაბ თავდგირიძე, პირველი მაისი-ბადრი შავლიძე, ზვარე-ამირან დევაძე, წონიარისი-სილოვან ბერიძე, ცხმორისი-ოთარ ბოლქვაძე, დანდალო-ოთარ ხარაძე.

თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით სხვა პარტიებში ამას “აიპრესი” შემდეგ ნიუსებში შემოგთავაზებთ.

წყარო: “ipress.ge”

სხვა ვიდეოები