მაღალმთიან აჭარაში შშმ პირებისთვის საჯარო უწყებები და ტრანსპორტი არაადაპტირებულია

მაღალმთიან აჭარაში არაადაპტირებული გარემოს გამო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილების მხრივ გარკვული პრობლემები ექმნებათ. პანდუსი შენობების მხოლოდ ნაწილს აქვს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში არაადაპტირებულია: საჯარო და კეძო დაწესებულეები, სამედიცინო პუნქტები, მუნიციპალური ტრანსპორტი და გამგეობის შენობა.

“აიპრესი”  დაუკავშირდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს რომლებმაც განგვიმარტეს, რომ პანდუსი ახალ შენობებს ყველას გააჩნია, რაც შეეხება გამგეობის შენობებს, უახლოეს პერიოდში იგეგმება პანდუსების მიშენება.

ქედის ეკნომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძე „აიპრესთნ“ აცხადებს, რომ გამგეობის შემობას პანდუსი სექტემბრის ბოლოს ექნება რაც შეეხება სხვა შენობებს, ახალ ნაგებობებს ყველას გააჩნია.

“გამგეობის შენობის პანდუსისთვის ხარჯთღრიცხვა უკვე გაკეთებულია, ტენდერიცაა გამოცხადებული და უახლოეს პერიოდში გვექნება ახალი პანდუსი. ჩვენ სადაც შესაძლებელი იყო, ყველა შენობას გავუკეთეთ პანდუსი, მაგრამ არის ძველი შენობები, რომლებიც ისეთი სტილითაა ნაგები, რომ შეუძლებელია თანამედრვე სტანდარტის ტიპის პანდუსის მოწყობა. მაგალითად მეძიბნის საჯარო სკოლა, სოფელ მეძიბნის კულტურის ცენტრის შენობას გავუკეთეთ პანდუსი, თუმცა თანამედროვე სტანდარტები არ დააკმაყოფილა. ამიტომ, სამომავლოდ ვფიქრობთ, ლიფტის მსგავსი რამ მოვაწყოთ, რათა შშმ პირების გადაადგილებისათვის იყოს შესაბამისი გარემო. „ განაცხადა „აიპრესთნ“ სულიკო ბოლქვაძემ.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განცხადებით, პანდუსების პრობლემა მუნიციპალიტეტში წელს მოგვარდება. გამგებელი „აიპრესთან“ აცხადებს, რომ ახალი შენობა ყველა ადაპტირებულია, ძველი შენობის ნაწილს კი ჭირდება პანდუსი, რაც უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

„ამ წელს მოგვარდება ეს პრობლემა. გამგეობის შენობიდან ვიწყებთ და ახალი შენობა რაცაა, ყველა ადაპტირებულია, ყველა გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. არის ძველი შენობები. რომელთა ნაწილსაც აქვს მსგავს პრობლემა თუმცა ესეც გამოსწორებადია“ განაცხადა „აიპრესთან“ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები