მაღალმთიან აჭარის რვა საჯარო სკოლაში პირველკლასელები არ ეყოლებათ

ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 121 საჯარო სკოლაა და დაახლოებით 566 პირველკლასერია რეგისტრირებული. მონაცემები „აიპრესს“ რესურსცენტრის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.

შუახევში სულ 43 საჯარო სკოლაა, სადაც 128 პირველკლასელია რეგისტრირებული. თუმცა მუნიციპალიტეტის შვიდ საჯარო სკოლაში პირველკლასელი არეყოლებათ, ეს სკოლებია: ქიძინიძეები, ოლადაური, ტბეთი, ზემო ხევი, ჟანივრი, გოგაძეები, ცინარეთი.

პირველ კლასელისთვის ზარი არ დაირეკებია ქედაში, აგარის საჯარო სკოლაშიც. ქედის მუნიციპალიტეტში სულ 29 საჯარო სკოლაა სადაც 200 მდე პირველკლასელია რეგისტრირებული.

ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში პირველკლასელი რეგისტრირებულია აქ სულ 49 საჯარო სკოლაა სადაც რეგისტრაცია 238 პირველკლასელმა გაიარა.
ავტორი:ციური სილომონიძე

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები