მაღალმთიან აჭრაში შიდა სასოფლო გზებისთვის მიმდინარე წელს 23 966 447 ლარია გამოყოფილი

მაღალმთია აჭარაში შიდა სასოფლო გზებზე აჭარის საგზაო დეპარტამენტიდან 23 966 447 ლარი იხარჯება. მონაცემები “აიპრესს” აჭარის საგზაო დეპარამენტმა მიაწოდა.

ხულოში დიდაჭარა-საციხური-გელაურა კმ0+000-კმ4+150 ა/ბეტონის საფარის მოწყობისთვის 1 759 490 ლარია გამოყოფილი.

მუნიციპალიტეტში გზების კეთილმოწყობისთვი აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 9 785 264 ლარია გამოყოფილი.

შუახევში ღორექეთი-გომარდული კმ0+000-კმ4+400 ა/ბეტონის საფარის მოწყობისთვის საგზაო დეპარტამენტმა 1 934 860,00 ლარი გამოყო.

საერთო ჯამში შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობისთვის მიმდინარე წელს 7 520 976 ლარი დაიხარჯება.

რაც შეხება ქედას აქ საერთო ჯამში სასოფლო გზების კეთილმოწყობისათვის 6 660 207 ლარია გამოყოფილი. თანხიდან 863 229,02 ლარი კი ქედა-ზედა აქუცა კმ0+000-კმ2+900 ა/ბეტონის საფარის მოწყობას მოხმარდება.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები