“მაგთიკომმა” ტარიფები გააძვირა

მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორმა კომპანია “მაგთიკომი” 2018 წელი მომხმარებლებისთვის ტარიფების გაზრდით დაიწყო.

უკვე ორი დღეა “მაგთიკომი”-ს მომხმარებლებს შეტყობინებები მისდით, რომ 2018 წლის 18 იანვრიდან სხადასხვა პაკეტებზე ტარიფები იზრდება.

“აიპრესი” დაინტერესდა, რამ გამოიწვია კომპანიის მხრიდა მომსახურეობაზე ტარიფების ზრდა. თუმცა,  “მაგთიკომი”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ბაჩო მიქელაძემ, განგვიცხადა, რომ ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით “მაგთი” კომენტარ არ გააკეთებს.

“ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს კომპანია. უბრალოდ, შეგიძლიათ ნახოთ რა ტარიფები ძვირდება კონკრეტულად და რამდენად ძვირდება”, – განაცხადა მიქელაძემ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები