მაგთიკომმა ტარიფების ცვლილება დროებით შეაჩერა

მაგთიკომმა ტარიფების ცვლილება დროებით შეაჩერა, – ინფორმაცია მაგთიკომის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ გაითვალისწინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა და დროებით შეაჩერა ტარიფების ცვლილების ამოქმედება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიიჩნევენ, რომ “მაგთიკომის” მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება.

კომისიის ვარაუდით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს „მაგთიკომის“ მხრიდან სუბსიდირების განზრახულობას. კერძოდ, მომსახურებაზე ტარიფების გაძვირებით, შესაძლოა შპს „მაგთიკომმა“ დააფინანსოს (ან უკვე აფინანსებდეს) მის მიერ თვითღირებულებაზე უფრო დაბალი ფასით მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები. საკითხში სრულყოფილად გარკვევის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორის მიერ ტარიფების გაძვირების მიზეზებს შეისწავლის და, საჭიროების შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილში სუბსიდირების საკითხის შესწავლის დრო 2018 წლის პირველ მარტამდე სახელდება.

კომპანია მაგთიკომმა ინტერნეტის გაძვირების შესახებ 5 იანვარს განცხადება გაავრცელა, რომელშიც გადაწყვეტილების გაძვირების მიზეზებს განმარტავდა.

წყარო:”imedinews.ge”

სხვა ვიდეოები