მახინჯაურიდან ხე გადააქვთ-რის გამოც შეზღუდულია მოძრაობა მახინჯაურისა და თამარის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე

კიდევ ერთი მაგნოლია დაიდებს ბინას ცოტა ხანში დენდოლოგიურ პარკში. ხის გადატანის სამუშაოებს შპს “ლავა ჯგუფი” ასრულებს. მახინჯაურსა და თამარის დასახლებას შორის ხის გადატანისთვის მოეწყო ე.წ პირსი ნავმისადგომი, ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს.

შპს „ლავა ჯგუფი“-ს დირექტორი აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ნაპირი პირვანდელ სახეს დაუბრუნდება. ლაშა მელაშვილის თქმით,  კომანიამ უკვე გადაიტანა 6 ხე. ადგილობრივების გაცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ხე კერძო საკუთრებაში არ იყო, მათგან ნებართვა მაინც ითხოვეს.

ფოტო: მირიან ქათამაძე

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები