მანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი მაღაზიაში შევარდა – ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. როგორც ერთ–ერთმა თვითმხილველმა adjararm.ge–ს განუცხადა, მანქანა ჯერ  ქალს  დაეჯახა, შემდეგ კი სასურსათო მაღაზიაში შევარდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში  გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, პაციენტი მდგომარეობა  ამდროისთვის სტაბილურია.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

სხვა ვიდეოები