მარგველაშვილი: მოქმედი პრეზიდენტი არასდროს გამორიცხავს შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

“დღეს ამ განცხადებას არ გავაკეთებ ჩემი პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ეს პოლიტიკური მოსაზრებები განპირობებულია ჩემი უაღრესი სიყვარულით ჩემი ქვეყნის მიმართ. მოქმედი პრეზიდენტი არასდროს გამორიცხავს ხოლმე ასეთ რამეს”,- განაცხადა მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები