მარუხის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

მარუხის ქუჩაზე ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მომდევნო ეტაპზე კი, დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება. მარუხის ქუჩის კეთილმოწყობა მარტში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მარუხის I და II ჩიხის, ლომონოსოვისა და ქედის ქუჩის, ასევე ქობულეთის ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობა. სამუშაოებს შპს „დაგი“ ახორციელებს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 2 293 225 ლარი გამოიყო. აღნიშნული ქუჩების კეთილმოწყობა 2018 წლის 1 მაისამდე დასრულდება.

“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები