მაშველები მძიმე ტექნიკის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის გადარჩენას ცდილობენ

ამ წუთებში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, კომპანია „ორბის“ მშენებარე ობიექტზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ცდილობენ მშენებლობაზე დასაქმებული კაცის გადარჩენას, რომელიც მძიმე ტექნიკის ქვეშაა მოყოლილი. შემთხვევის ადგილზე მაშველები, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებულნი. ეს ის ტერიტორიაა, სადაც სასპორტო სკოლის „ბასკოს“ ერთ-ერთი სპორტდარბაზი მდებარეობდა, მისი დემონტაჟი მოხდა და კომპანია „ორბი“ სავარაუდოდ, აქ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს .

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და მაშველები ტრაქტორის ქვეშ მოყოლილი მძღოლის გამოყვანას ცდილობენ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები