მაშველებმა ბოლო ერთ თვეში 176 ადამიანი გადაარჩინეს

პირველიდან 31 ივლისის ჩათვლით მაშველებმა შავ ზღვაზე 176 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის, 106 საქართველოს და 70 სხვა ქვეყნის მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამსვენებლების ზღვიდან უვნებლად გამოყვანის ყველაზე ბევრი შემთხვევა  ურეკში დაფიქსირდა.

აქ მაშველებმა 62 ადამიანი გადაარჩინეს. საანგარიშო პერიოდში მოხვდა ასევე პლაჟზე დაკარგული ბავშვებიც. ასეთი 1 თვის განმავლობაში 109 ფაქტი დაფიქსირდა.  მათ შორის ურეკში – 97, ბათუმში – 4 და ქობულეთში – 8.  ბავშვებს შორის იყვნენ როგორც საქართველოს, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

“აჭარის ტელევიზია’

სხვა ვიდეოები