მაშველებმა გოდერძის უღელტეხილიდან დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებმა ხულოში, გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩარჩენილი 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი, მათ შორის, ბავშვები და მოხუცები გამოიყვანეს.

ამ დროისთვის, გზის აღნიშნული მონაკვეთიდან ყველა მგზავრი უვნებლად არის გაყვანილი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები