მაშველებმა ზღვაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

ამაშველო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ სარფში მაშველებმა 35 წლამდე ქალი ზღვიდან ამოიყვანეს.  ქალი გარდაცვლილია. „დილით შემოვიდა შეტყობინება ჩვენთან და მყვინთავებმა ერთ საათში იპოვეს და ამოიტანეს ნაპირზე, “ – განაცხადეს სამაშველო სამსახურში.

სამაშველოს ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი იდენტიფირებულია, – „ადგილობრივი არ არის, “- უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველოში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები