მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 700-ზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 700-ზე მეტმა პედაგოგმა გააკეთა განაცხადი.

კონკურსის მეორე ეტაპი ითვალისწინებს ათი საუკეთესო კანდიდატის შერჩევას და მათ ინტერვიურებას, რომელიც პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება.

მესამე ეტაპზე კი 5 საუკეთესო ფინალისტი შეირჩევა, ხოლო აქედან ერთი მასწავლებლის საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

მასწავლებლის საერთაშორისო ჯილდოთი ის პედაგოგები დაჯილდოვდებიან, ვინც კრეატიულობით, განსხვავებული, წარმატებული სწავლის მეთოდებით გამოირჩევიან.

ფინალისტს გადაეცემა ფულადი პრიზი 10 ათასი ლარის ოდენობით.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაწესდა, რომელიც წარმატებულ პედაგოგს წელიწადში ერთხელ გადაეცემა.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები